კომპანია Avid-ის ტრეინინგი

2013 წლის მაისში ფონდის ორგანიზებით ჩატარდა კომპანია AVID-ის ორდღიანი სემინარ-ტრეინინგი სომხეთსა და საქართველოში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის. მოწვეულმა სპეციალისტებმა აუდიტორიას სამაუწყებლო სფეროს თანამედროვე ტენდენციები და მათი მუშაობის პრინციპი გააცნეს.  

საერთაშორისო არტ აქცია „მშვიდობის წრე“

2013 წლის დეკემბერში ფონდმა განახორციელა საერთაშორისო არტ აქცია „მშვიდობის წრე“. პროექტის ფარგლებში 12 ხელოვანი სხვადასხვა ქვეყნიდან (საბერძნეთი, თურქეთი, შვეიცარია, ირლანდია, იაპონია, ისრაელი, ირანი, ბელორუსია, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საქართველოს ესტუმრა. მათ დღის განმავლობაში შექმნეს 12 ტილო მშვიდობის თემაზე. საღამოს გაიმართა სველი ტილოების გამოფენა.  

ჟურნალი „ვიჟენი“

2011 წელს ფონდმა გამოსცა მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „VISION”. ჟურნალის დიდი ნაწილი დაეთმო ქვეყნაში აქტუალურ თემებსა და ქვეყნის კულტურულ განვითარებას. ჟურნალში ასევე განთავსდა ინფორმაცია სხვადასხვა ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ. ჟურნალი უსასყიდლოდ დაურიგდა საქართველოში მოქმედ ყველა სამაუწყებლო კომპანიას, ფროდაქშენ და კინოსტუდიებს, უნივერსიტეტებს, საოპერატორო გაერთიანებებს. Vision N1/2011 Vision N2/2012

„ოპერატორი სატელევიზიო სივრცეში“

2010 წელს ფონდის ინიციატივითა და სრული დაფინანსებით გამოიცა სასწავლო სახელმძღვანელო ტელეოპერატორებისთვის „ოპერატორი სატელევიზიო სივრცეში“. სახელმძღვანელო უსასყიდლოდ დაურიგდა საქართველოში მოქმედ ყველა სამაუწყებლო კომპანიას, ფროდაქშენ და კინოსტუდიებს, უნივერსიტეტებს, საოპერატორო გაერთიანებებს.