სამაუწყებლო ტექნიკის 1-ლი საერთაშორისო გამოფენა

16506668378_2cf7abf17d_b

ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით 2014 წლის 16-18 ოქტომბერს თბილისში სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მსგავსი ტიპის გამოფენა რეგიონის მასშტაბით არ არსებობს და პირველად საქართველოში გაიმართა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები: SonyCanonAvidInnovator, Broadview SoftwareEvertz, FujifilmJVC, Lawo, Linear Acoustic, Litepanels, MonarchPanasonic, RTSSachtler, Snell.

გამოფენა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს უშუალოდ ეკონტაქტონ სამაუწყებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მიიღონ ინფორმაცია სიახლეების და ახალი პროდუქტების შესახებ.

გამოფენა საზეიმოდ გახსნა ევროპის რეგიონების ასამბლეის პრეზიდენტმა ჰანდე ოზსან ბოზატლიმ, რომელიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა საქართველოში.