2014 წლის 16-18 ოქტომბერს კინო და ტელეოპერატორების რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს თვალი“ ჩატარდა. ფესტივალი ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის პროექტია. „ოქროს თვალი“-ს სპეციალური და საპატო სტუმრის სტატუსით ეწვია ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტი, ქალბატონი ჰანდე ოზსან ბოზატლი.
ოქროს თვალი 2014-ის ფარგლებში ჩატარდა:
სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენ:
გამოფენაზე მსოფლიოს წამყვანმა ტექნიკის წარმოებელმა კომპანიებმა: (Sony, Canon, Avid, Innovator, Broadview Software, Evertz, Fujifilm, JVC,Lawo, Linear Acoustic, Litepanels, Monarch, Panasonic, RTS, Sachtler, Snell) თანამედროვე ტექნიკა წარმოადგინეს.
მასტერ კლასები წამყვანი სპეციალისტებისგან:
ბილ ჰოლშევნიკოვი – შუქდიოდები და განათება ციფრული გამოსახულებისთვის;
ჰირო ნარიტა – ხელოვნებისა და ტექნოლოგიების სინთეზი და კინემატოგრაფიის ევოლუცია;
ჯონ ჰენშალი – საკუთარი ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება გაუზიარა ფესტივალის სტუმრებს.
ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების პრეზენტაციები და სემინარები:
პრეზენტაციები და სემინარები ჩაატარეს მსოფლიოს წამყვანმა ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიებმა: Broadview, Fujifilm, Avid, RTS, Snell, Panasonic.
საკონკურსო ნამუშევრების ღია ჩვენება სონის კინოთეატრში.
საერთაშორისო ჟიურის წევრები:
ბასა ფოცხიშვილი (საქართველო) – რეჟისორი, ჟიურის თავმჯდომარე;
ჰირო ნარიტა (აშშ) – ამერიკის კინო აკადემიის (ოსკარის) წევრი, ჟიურის წევრი;
ჯონ ჰენშალი (დიდი ბრიტანეთი) – მსოფლიო ტელეოპერატორთა გილდიის ვიცე პრეზიდენტი, ჟიურის წევრი;
მაქს მასტრონი (იტალია) – კინო ფესტივალების ორგანიზატორი, ჟიურისწევრი.