კინო და ტელეოპერატორთა საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი” 2015

0435f9614edee9666e3f38059fe3b873_FULLSIZE

16-18 ოქტომბერს თბილისში, საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს თვალზე“ მეხუთედ გამოვლინდა მსოლფიოს საუკეთესო კინო და სატელევიზიო ოპერატორები.

„ოქროს თვალი“ 2015-ის გამარჯვებულები:

საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – ნაუმ დოკსევსკი “უკანასკნელი მოქმედება” (მაკედონია);
საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი – რუდოლფ პიტერ კის “კაენის შვილები (უნგრეთი, საფრანგეთი);
სარისკო კადრი – მეთიუ ვანდაიკი “აღარასოდეს:რევოლუციის ამბავი” (აშშ);
საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი – დევიდ პროქტერი “შემოვლითი გზა” (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);
გრანპრი – დევიდ პროქტერი “შემოვლითი გზა” (დიდი ბრიტანეთი, შვედეთი);

განსაკუთრებით ემოციური და მძიმე იყო სარისკო კადრის ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტის – მეთიუ ვანდაიკის დაჯილდოვება. პრიზი შერონ ვანდაიკმა – ნომინანტის დედამ აიღო, ვინაიდან მეთიუ დღესაც გადაღებებზეა მსოლფიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ერაყში.

ხაზგასასმელი ფაქტია, რომ საკონკურსო ნამუშევრების მაღალი დონიდან გამომდინარე „ოქროს თვალი“-ს საერთაშორისო ჟიურისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა წლევანდელი ნომინანტებიდან გამარჯვებულების შერჩევა.

საერთაშორისო ჟიურის წევრები

ბასა ფოცხიშვილი – კინო რეჟისორი, ჟიურის თავმჯდომარე, საქართველო;
ჯონ ჰენშალი – სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის ვიცე პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთი;
ჰირო ნარიტა – ამერიკის კინოაკადემიის წევრი ა.შ.შ;
მაქს მესტრონი – კინო ფესტივალების ორგანიზატორი, იტალია;

ფესტივალ „ოქროს თვალი“-ს სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ

ლომერ ახვლედიანი (საქართველო) – კინემატოგრაფიის განვითარებაში  შეტანილი წვლილისთვის;
კოტე ქოჩუაშვილი (საქართველო) – სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
გოგა ხაინდრავა (საქართველო) – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური პრიზი;
მურატ ალიევი (ყაზახეთი) – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური პრიზი;

ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. ფესტივალის ყველა სტუმარს ჰქონდა  შესაძლებლობა დასწრებოდა მსოფლიო კინემატოგრაფიის ლეგენდის ჰირო ნარიტას  მასტერ-კლასს. ჰირო ნარიტა არის ამერიკის კინოაკადემიის (ოსკარი) წევრი, მრავალგზის ნომინირებული Emmy-ზე და მოპოვებული აქვს სხვადასხვა ჯილდო მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის.

ქალაქ თბილისის საკრებულომ უმასპინძლა 2014 წლის ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის დახურულ ჩვენებას.

ფესტივალის პარალელურად ჩატარდა პროფესიონალური ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თანამედროვე კინო და სატელევიზიო ტექნიკა. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად გასაუბრებოდნენ მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი კომპანიებს წარმომადგენლებს და დაესწრებოდნენ პრეზენტაციებს თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკის მწარმოებელმა ლიდერმა კომპანიება: SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Arri Camera, Arri Lighting, Angenieux, Avid, DJI, Ross Video, Innovator და ა.შ.