სამაუწყებლო ტექნიკის მე-2 საერთაშორისო გამოფენა

RUS_2576

16 ოქტომბერს გაიხსნა სამაუწყებლო ტექნიკის მეორე საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა გახსნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსმა ბატონმა გიორგი აფციაურმა. ასევე, სიტყვით გამოვიდა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლევან კაცაძე.

გამოფენაში მონაწლეობდნენ სამაუწყებლო ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები: SONY, Panasonic, Canon, Fujifilm,Arri Camera, Arri Lighting, Angenieux,Avid, DJI, Ross Video,TSL, Gearhouse, Eutelsat, SAM-Advanced Media, Guramex, Videoscope, Innovator, Oracle, Lawo, RTS

ქართულმა სისტემურმა ინტეგრატორმა კომპანია ინოვატორმა გაათამაშა ორი  DJI PHANTOM 3. ასევე, 500ლარიანი და 1000ლარიანი ინოვატორის ვაუჩერები.