რა სიახლეებს უმზადებს ოქროს თვალი გამოფენაზე მოსულ სტუმრებს

„ოქროს თვალი“ 2017 წლისთვის მზადების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. ფესტივალი წელს გაიმართება 1-2 ოქტომბერს თბილისი ივენთ ჰოლში. საორგანიზაციო ჯგუფი არ ღალატობს ტრადიციას და წელსაც მრავალ სიახლეს გთავაზობთ.

ფესტივალზე ნამუშევრების მიღება დასრულდა. წელსაც ნამუშევრები შემოსულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. წარმოდგენილი კონტენტი საკმაოდ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხისაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით  ფესტივალის თითოეულ კონკურსანტს.  ფინალში მოხვედრილი ფილმებისა და ოპერატორების სია კი გამოქვეყნდება 21 სექტემბრს.

ფინალში მოხვედრილ ფილმებს  შეაფასებს საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

ჯორჯ ლეკლერი –  ემის დაჯილდოების ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ახალი კონცეფციის ფესტივალის “The Cooking Médias Show”-ის მარკეტინგისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, მედია კონსულტანტი

ბეტინა ბრინკმანი-  ბიზნესის განვითარებისა და ღონისძიებების მენეჯერი, ამჯამად მუშაობს როგორც პროდიუსერი და კონსულტანტი სხვადასხვა მედია კომპანიასა და ორგანიზაციაში.

ოლენა სიბირიაკოვა – Rost Group-ის პარტნიონი, მასობრივი კომუნიკაციის ექსპერტი, უკრაინული კლუბის ASPEN-ის წევრი და CIPR-ის  საპატიო  წარმომადგენელი.

რაც შეეხება ფესტივალის საგანმანათლებლო მხარეს სემინარები ჩატარდება 1 ოქტომბერს დილის 12:00სთ-დან. თემები იქნება მრავალმხრივი და ინტერაქტიული.

წარმოგიდგენთ ოქროს თვალის 2017 წლის სპიკერების სიას:

  • დავით რობაქიძე – „თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევები“
  • სანდრო ვახტანგოვი – „ვიდეო არტი“
  • ჯორჯ ლეკლერი, ბეტინა ბრინკმანი, ოლენა სიბირიაკოვა – „თანამედროვე გამოსახულება“

გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში  ცნობილი კომპანია „АННИК-ТВ“-ი შემოგვთავაზებს   პროფესიონალურ კოსმეტიკას, თეატრალურ, სატელევიზიო და კინო გრიმს, გაიმართება პრეზენტაცია, რომლის დროსაც პრაქტიკაში გაეცნობით ვიზაჟის ხელოვნებას.

„ოქროს თვალი“ 2017 წლის ფარგლებში ტრადიციულად  გაიმართება სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უკვე მეოთხე წელია ტარდება და ყოველწლიურად წარმატების ახალ ეტაპზე გადადის. გამოფენას წელს ეყოლება როგორც ძველი ასევე ახალი კომპანიები, უახლესი აპარატურით და თქვენთვის მომზადებული სემინარებით სფეროში მიმდინარე აქტუალური ტენდენციების შესახებ.

ჩვენი მხარდამჭერი კომპანია ინოვატორი  წელსაც აქტიურად გვიდგას მხარში და პარტნიორობას გვიწევს გამოფენის ჩატარების კუთხით. ინოვატორი არ ღალატობს ტრადიციას და გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს სურპრიზს უმზადებს. სურპრიზის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას.