2017 წლის 1 ოქტომბერს „Tbilisi Event Hall“-ში კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალ „ოქროს თვალი“ საზეიმოდ გაიხსნა, სამაუწყებლო ტექნიკის მე-4 საერთაშორისო გამოფენით.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ტექნიკის ლიდერმა მწარმოებელმა კომპანიებმა: Live U, Panasonic,SAM, Canon, RTS, Rosco, Axon, Broadstream, Tektronix, Telos, Sony, ARRI, Annik-TV, Vitec, Videoscope, Guramex, TVC, Aja, Broadview, Telestream, Innovator.
გამოფენის ფარგლებში ოქროს თვალის გენერალურმა პარტნიორმა კომპანია ინოვატომა სხვა პრიზებთან ერთად გაათამაშა DJI Spark-ს. გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო გამოფენაზე მოსულმა ყველა სტუმარმა. ფესტივალი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებებით. ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები გამოსახულების შესახებ წაიკითხეს საერთაშორისო დონის ექსპერტებმა.
წარმოგიდგენთ ოქროს თვალის 2017 წლის სპიკერების სიას:
დავით რობაქიძე – „თანამედროვე ტელევიზიის გამოწვევები“
სანდრო ვახტანგოვი – „ვიდეო არტი“
ჯორჯ ლეკლერი, ბეტინა ბრინკმანი, ოლენა სიბირიაკოვა – „თანამედროვე გამოსახულება“
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში ცნობილმა კომპანია „АННИК-ТВ“-მა შემოგვთავაზა პროფესიონალური კოსმეტიკა, თეატრალური, სატელევიზიო და კინო გრიმი, გაიმართა პრეზენტაცია, რომლის დროსაც დამსწრე აუდიტორია პრაქტიკაში გაეცნო ვიზაჟის ხელოვნებას.
ფესტივალის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე ოქროს თვალის ისტორიაში მეშვიდედ გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო კინო ოპერატორული ნამუშევარი- ლუი პალუ „გზა ომით“ (კანადა)
საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი- დევიდ მუნოზი „დამალობანა“ (ესპანეთი)
საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – ლუკას მაჩაჩეკი „მოახლოება“ (ჩეხეთი)
სარისკო კადრი – ლუი პალუ „ყანდაღარის დღიურები“ (კანადა )
გრან პრი – ლუი პალუ „ყანდაღარის დღიურები“(კანადა )
კახაბერ ბუხრაშვილი – საქართველოს ოპერატორთა გილდიის სპეციალური პრიზი ქართულ დოკუმენტალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის
დავით ლომსაძე -კომპანია ლაივ იუს სახელობის სპეციალური პრიზი სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ნაზარ მანულიაკ – სელექციის ჟიურის სპეციალური პრიზი
ჰოლდინგ პალიტრა და ირაკლი თევროდაშვილი – პანასონიკის სახელობის სპეციალური პრიზი სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
ხუან მანუელ პოსტიგო – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპეციალური პრიზი
დემნა ჯაფარიძეს – კომპანია ქენონის სახელობის სპეციალური პრიზი სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
იგორ ნაგორნი -კომპანია ინოვატორის სახელობის პრიზი ქართულ სატელევიზიო სფეროში ყველაზე უხუსეც ოპერატორს
გიორგი ხაბურზანია – კომპანია სონის სახელობის სპეციალური პრიზი სატელევიზიო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
კენეტ ორაიბი – იფიტის სახელობის სპეციალური პრიზი