ფონდი

ტექნოლოგიები დიდი ტემპებით ვითარდება და XXI საუკუნის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მედიის განვითარების ტემპიც შეიცვალა. ყოველდღიურად იქმნება ფორუმები, ბლოგები, სოციალური ქსელები, ონლაინ ენციკლოპედიები და ა.შ. რითაც მედია ფართო მასებისთვის უფროდაუფრო ხელმისაწვდომი ხდება. ონლაინ რეჟიმში მუშაობამ დამატებითი ტექნიკური ასპექტების ცოდნისა და  განსხვავებული უნარების განვითარების საჭიროება გააჩინა. სამწუხაროდ, დღესდღეობით არის რიგი ქვეყნები, სადაც მედიასფეროში დასაქმებულებს შეზღუდული აქვთ ეს შესაძლებლობა. მიზეზი არასათანადოდ გამართული ინფრასტრუქტურა, მოძველებული ტექნიკით აღჭურვილი მედია საშუალებები და კვლიფიციური კადრების დეფიციტითაა გამოწვეული.

2010 წლის 18 მარტს თბილისში დაარსდა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT). ფონდის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ხელი შეუწყოს:

  • ჟურნალისტიკის ხარისხის ამაღლებას
  • მედია სფეროში დასაქამებული ადამიანების კვლიფიკაციის ამაღლებას
  • ტექნიკურად გამართული, თანამედროვე სამუწყებლო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას
  • ფროდაქშენ და კინოსტუდიებში დასაქამებული ადამიანების კვლიფიკაციის ამალებას
  • ტელე და კინო ინდუსტრიის განვითარებას
  • სამაუწყებლო კომპანიების ტექნიკურ გადაიარაღებას
  • თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიური ტენდენციების დანერგვას
  • მედია სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან მჭიდრო კავშირების შექმნას

დასახული მიზნების მისაღწევად IFIT- ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და ატარებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს:

Capture2