ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი

ტექნოლოგიები დიდი ტემპებით ვითარდება და XXI საუკუნის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მედიის განვითარების ტემპიც შეიცვალა. ყოველდღიურად იქმნება ფორუმები, ბლოგები, სოციალური ქსელები, ონლაინ ენციკლოპედიები და ა.შ. რითაც მედია ფართო მასებისთვის უფროდაუფრო ხელმისაწვდომი ხდება. ონლაინ რეჟიმში მუშაობამ დამატებითი ტექნიკური ასპექტების ცოდნისა და  განსხვავებული უნარების განვითარების საჭიროება გააჩინა. 

2010 წლის 18 მარტს თბილისში დაარსდა ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო ფონდი (IFIT). ფონდის მიზანია საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ხელი შეუწყოს:

ჟურნალისტიკის ხარისხის ამაღლებას

მედია სფეროში დასაქამებული ადამიანების კვლიფიკაციის ამაღლებას

ტექნიკურად გამართული თანამედროვე სამუწყებლო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას

ფროდაქშენ და კინოსტუდიებში დასაქამებული ადამიანების კვლიფიკაციის ამალებას

 

ტელე და კინო ინდუსტრიის განვითარებას

სამაუწყებლო კომპანიების ტექნიკურ გადაიარაღებას

თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიური ტენდენციების დანერგვას

მედია სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან მჭიდრო კავშირების შექმნას

დაწვრილებით

თბილისი მედია – საერთაშორისო მედია ღონისძიებები

წელს საქართველოში პირველად ჩატარდება თბილისი ლედია – საერთაშორისო მედია ფორუმი 27-28 სექტემბერს. თბილისი მედია გააერთიანებს 5 სახის ღისძიებას:

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი

კინო და ტელე ოპერატორების საერთშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი” 2009 წლიდან იმართება საქართველოში. წელს “ოქროს თვალი” მერვედ ჩატარდება. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ, უნიკალურია მსოფლიოში.

სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა

სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წელს გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს ლიდერი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები (SONY, Panasonic, Canon, Fujifilm, Ross Video ა.შ.).

გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე  გამოფენილი აქვს სატელევიზიო, ციფრული და კინო ბაზრისთვის განკუთვნილი ოპტიკისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი.

კონტენტის გამოფენა

კონტენტის გამოფენამ სტარტი 2016 წელს აიღო და კავკასიის რეგიონში უნიკალური სივრცე შექმნა მედიისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის  და რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერი სამაუწყებლო კომპანიები.

ერთობლივი კინოწარმოება

ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები ფონდის ახალი ინივიატივაა და წელს პირველად ჩატარდება თბილისი მედიას ფარგლებში. შეხვედრების მიზანია რეგიონის კიწარმოების წარმომადგენლებისთვის შეიქმნას ერთიანი სივრცე.

 

კონფერენცია

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონალური მედიის განვითარებას, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. თბილისი მედიას ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესიონალი სპიკერები, რომლებიც გაუძღვებიან საინტერესო სესიებს ციფრულ მედიის და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.

სხვა პროექტები

IFIT-ის მიერ განხორციელებული პროექტები