საერთაშორისო არტ აქცია „მშვიდობის წრე“

2013 წლის დეკემბერში ფონდმა განახორციელა საერთაშორისო არტ აქცია „მშვიდობის წრე“. პროექტის ფარგლებში 12 ხელოვანი სხვადასხვა ქვეყნიდან (საბერძნეთი, თურქეთი, შვეიცარია, ირლანდია, იაპონია, ისრაელი, ირანი, ბელორუსია, რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საქართველოს ესტუმრა. მათ დღის განმავლობაში შექმნეს 12 ტილო მშვიდობის თემაზე.
საღამოს გაიმართა სველი ტილოების გამოფენა.