თბილისი მედია

თბილისი მედია – საერთაშორისო მედია ღონისძიებები წელს პირველად ჩატარდება 27-28 სექტემბერს საქართველოში. მედია ფორუმი გააერთიანებს 4 სახის ღისძიებას:

კინო და ტელე ოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს “ოქროს თვალი”

კინო და ტელე ოპერატორების საერთშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი” 2009 წლიდან იმართება საქართველოში. წელს “ოქროს თვალი” მერვედ ჩატარდება. ფესტივალის მიზანია კინო და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებითი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი საქმიანობის პროპაგანდა და სტიმულირება, საუკეთესოთა გამოვლენა და წარმოჩენა. ფესტივალი საერთაშორისოა და როგორც მისი უცხოელი სტუმრები აღნიშნავენ, უნიკალურია მსოფლიოში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან „ოქროს თვალზე“ წარდგენილ საკონკურსო ნამუშევრებს სფეროს წამყვანი სპეციალისტებისაგან შემდგარი საერთაშორისო ჟიური აფასებს. „ოქროს თვალის“ გამარჯვებულები ვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

გრან-პრი – ოქროს თვალი;
საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი;საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი;
სარისკო კადრი;
საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი.


სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა

სამაუწყებლო ტექნიკის გამოფენა ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. წელს გამოფენა მეხუთედ ჩატარდება. გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს ლიდერი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიები.

გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარმოადგენენ. თითოეულ კომპანიას საკუთარ სტენდზე  გამოფენილი აქვს სატელევიზიო, ციფრული და კინო ბაზრისთვის განკუთვნილი ოპტიკისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი.


კონტენტის გამოფენა

კონტენტის ფამოფენამ სტარტი 2016 წელს აიღო და კავკასიის რეგიონში უნიკალური სივრცე შექმნა მედიისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ წამყვანი კონტენტის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები, ასევე საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანის, უკრაინის, რუსეთის, სომხეთის  და რეგიონის სხვა ქვეყნების ლიდერი სამაუწყებლო კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში სატელევიზიო, კინო, საპროდიუსერო და სხვა მედია ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შანსი გაეცნონ კოლეგებს, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, საფუძველი ჩაუყარონ კლიენტებთან წარმატებულ თანამშრომლობას, გაეცნონ საერთაშორისო მედია სივრცეში მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებს.


ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები

ერთობლივი კინოწარმოების შეხვედრები ფონდის ახალი ინივიატივაა და წელს პირველად ჩატარდება თბილისი მედიას ფარგლებში. შეხვედრების მიზანია რეგიონის კიწარმოების წარმომადგენლებისთვის შეიქმნას ერთიანი სივრცე. ღონისძიების ფარგლებში  მოეწყობა პრეზენტაციები და სხვადასხვა სახის შეხვედრები, რათა რეგიონის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცეს ინფორმაცია და საჭირო კონტაქტები კინო პროექტის მომზადებისა და შემდგომ თანადაფინანსების მოპოვების შესახებ.


კონფერენცია

კონფერენცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს რეგიონალური მედიის განვითარებას, მათთვის ახალი შესაძლებლობების გაცნობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. თბილისი მედიას ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესიონალი სპიკერები, რომლებიც გაუძღვებიან საინტერესო სესიებს ციფრულ მედიის, ეფექტური კონტენტი შექმნის და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.